16:14 | 2020-03-23 ავტორი: Prime Time

მარნეულელ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება – აკაკი ზოიძე

მარნეულელ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება – აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულის საკმაოდ ბევრი კონტაქტი იკვეთება.

 

მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში საუბარია 1700-მდე კონტაქტზე.

 

“მარნეულსა და ბოლნისში იცით, რომ პრობლემური საკითხია, რადგან ბევრი კონტაქტი იკვეთება რაც აღწევს 1700-მდე. ეს არის იმ 90-ის კონტაქტები, რაც გამოიკვეთა [შემდგომი ტალღა]. ყველა ამათი გამოკვლევა, იზოლაცია და ტესტირება იქნება საჭირო. მხოლოდ ტესტირებას აზრი არ აქვს, თუ არ იქნება სხვა ზომებიც მიღებული. ყველაზე უარეს შემთხვევაში [თუ უჰანის მაგალითს ავიღებთ], შეიძლება არსებობდეს 540 ინფიცირებული, 10 ჯერ მეტი შემთხვევა, რომელებსაც სიმპტომები გამოვლენილი არ აქვთ. ნაწილი მათგანი იზოლაციაში, ნაწილი კი კარანტინშია. სიმპტომები გამოვლენილი ჯერ არ აქვს. თეორიულად, შეიძლება არსებობდეს 10-ჯერ მეტი ინფიცირებული, ვიდრე დღეს გვაყვს. 540 ადამიანის დაჭერა სწრაფი ტესტირების სამ მილიონ ექვსასი ათას ადამიანში არის ნონსენსი”, – განაცხადა კაკი ზოიძემ.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსი მარნეულში შუა ხნის ქალს დაუდასტურდა. ამ შემთხვევაში ინფიცირების უშუალო წყარო ცნობილი არ არის.

ავტორი: Prime Time

X