16:50 | 2020-03-23 ავტორი: ალექსი ქამადაძე

მსოფლიოში კორონავირუსისგან 100 ათასზე მეტი პაციენტი​ განიკურნა – ინფიცირებულია 350 ათასამდე ადამიანი

მსოფლიოში კორონავირუსისგან 100 ათასზე მეტი პაციენტი​ განიკურნა – ინფიცირებულია 350 ათასამდე ადამიანი

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 100 000-ს გადააჭარბა.

 

გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი და ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 349 980 ადამიანია დაავადებული.

 

COVID19-მა მსოფლიოს 190 ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა და ჯამში კორონავირუსით 15 306 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წითელ ზონად რჩება ევროპის რამდენიმე ქვეყანა: გერმანია იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი.

 

კრიტიკული სიტუაციაა იტალიაში, სადაც 59 138 ადამიანია დაინფიცირებული და გარდაცვლილთა რიცხვი 5 476-მდე გაიზარდა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X