
„მე განსხვავებული ადამიანი ვარ და ზოგადად ცილისწამებები არ „გამდის“, მგონია, რომ ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს, ასახსნელი აქვს რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს იაგო ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, გიგი უგულავას საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, ,,ზოგზოგიერთმა გვერდითი მოძრაობები დაიწყო, რამაც პოლიტპატიმრების ნაწილში დაასუსტათ“.
ხვიჩიას აზრით, ის ხალხი, რომელიც კონსტრუქციულია მოლაპარკაებებში უფრო მეტს აკეთებს პოლიტპატიმრებისთვის, ვიდრე ის ხალხი, რომლის ქმედებებიც არის დესტრუქციული და ჩაშლისკენ არის მოტივირებული.
,,ბატონი უგულავა ციხეში ნაჯდომი კაცია და მე მგონი, ის უნდა ესმოდეს, რომ სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ადამიანები სიტყვებზე აგებენ პასუხს. მე განსხვავებული ადამიანი ვარ და ზოგადად ასეთი ცილისწამებები არ გამდის, მგონია, რომ ბატონ უგულავას, როგორც ციხეში ნაჯდომ კაცს ასახსნელი აქვს, რა მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს იაგო ხვიჩიას, მეგრელიშვილს და ვიღაცის ციხეში ჯდომას შორის.
მე პირიქით მგონია, რომ მე ვარ ნამდვილი მებრძოლი იმ ხალხის ციხიდან გამოსახსნელად. ის ხალხი, რომელიც კონსტრუქციულია მოლაპარკაებებში, უფრო მეტს აკეთებს პოლიტპატიმრებისთვის, თუ ის ხალხი რომლის ქმედებებიც არის დესტრუქციული და ჩაშლისკენ არის მოტივირებული? ვიცით, რომ პოლიტპატიმრები გამოვლენ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ყველა მომხრეა, რომ შეთანხმების პირველი პუნქტი იყოს პოლიტპატიმრების გამოშვება.
მე უფრო მიდრეკილი ვარ შეთანხმებისკენ, უგულავა ნაკლებად, მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვესმის, რომ შეთანხმების არშედგომის შემთხვევაში ის ხალხი იჯდება ციხეში. როდესაც ყველას სიტყვაზე პასუხი მოეთხოვება, ქართული პოლიტიკა გაკეთილშობილდება უფრო მეტად ვიდრე დღეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.






















