16:44 | 2021-01-02 ავტორი: Prime Time

მიტროპოლიტი იოსები ოზურგეთში დედაოების კელიებში გაჩენილი ხანძრის ფოტოებს ავრცელებს

მიტროპოლიტი იოსები ოზურგეთში დედაოების კელიებში გაჩენილი ხანძრის ფოტოებს ავრცელებს

შემოქმედის მიტროპოლიტი იოსები, დღეს ეპარქიის მონასტრის ტერიტორიაზე დედაოთა კელიებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს:

„ქრისტესმიერ საყვარელ სულიერ შვილებს, გაცნობებთ, რომ დღეს დილით 7 საათზე ცეცხლი გაუჩნდა ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს. დაიწვა კელიები მთლიანად . მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა.
იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი.”
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი კელიებში, გამთენიისას გაჩნდა, როცა დედაოები ცისკრის ლოცვას ესწრებოდნენ.
განადგურებულია კელიების მეორე სართული მთლიანად და ყველა ნივთი რაც ამ სართულზე იყო.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი
ავტორი: Prime Time

X