12:06 | 2021-01-03 ავტორი: Prime Time

დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა – რა ვიცით ახალი პრინცესას შესახებ

დავით ბაგრატიონი ირინა ბეგაშვილზე დაქორწინდა – რა ვიცით ახალი პრინცესას შესახებ

ახალი წლის დადგომისთანავე „საქართველოს სამეფო სახლმა“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დავით ბაგრატიონისა და პრინცესა ირინას სახელით, საქართველოს მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა.

 

„საქართველოს პრინცი დავითი და პრინცესა ირინა გილოცავთ ახალ 2021 წელს”,- წერია მილოცვის წერილში.

 

მილოცვის წერილი ინგლისურ ენაზეა გამოქვეყნებული და ამას სოციალურ ქსელში უარყოფითი კომენტარებიც მოჰყვა.

 

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე დავით ბაგრატიონის გვერდით ახალგაზრდა ქალი დგას. როგორც ცნობილია, პრინცესა ირინა ბაგრატიონის მეორე ცოლია. არსებული ცნობით, იგი გვარად ბეგაშვილია.

 

 

დავით ბაგრატიონის და ირინა ბეგაშვილის ფოტოს დიდი ინტერესი მოჰყვა.

 

საზოგადოება დაინტერესდა ვინ არის პრინცესა ირინა. როგორც „პრაიმამბებს” სამეფო კლუბის წარმომადგენელმა უთხრა, პრინცესა ირინა დავით ბაგრატიონის ახალი ცოლია, რომელსაც ის ადრე ხვდებოდა. განაგრძეთ კითხვა 

ავტორი: Prime Time

X