11:15 | 2021-01-04 ავტორი: Prime Time

საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25, გამოჯანმრთელდა 1 963 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25, გამოჯანმრთელდა 1 963 პაციენტი

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.

 

„ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 222 405-მდე.

 

ბოლო 24 საათში არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალიშემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 64, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 20, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ავტორი: Prime Time

X