
2021 წლის საოცნებო ტურისტული ადგილები, მკითხველის არჩევანი – ამ სათაურით სტატიას Guardian-ი აქვეყნებს. მოგზაურებისთვის სასურველ 12 ტურისტულ ლოკაციას შორის საქართველოც მოხვდა.
ყაზბეგისა და საქართველოს მთების სილამაზეზე გამოცემის ერთ-ერთი მკითხველი, ფრენკა ჰუმელსი წერს.
„კვლავ მინდა შევიგრძნო ყაზბეგის სილამაზე. მინდა დავიღალო იქაურ ბილიკებზე ლაშქრობებით, სადაც სულიერი არ შეგხვდება. შემდეგ კი მთელი დღე აივანზე ვიჯდე და წიგნი ვიკითხო. თუმცა, ვიცი წიგნს ამ შემთხვევაში ნაკლებ ყურადღებას დავუთმობ, რადგან მთების სილამაზით სუნთქვა მექნება შეკრული. აივანს მხოლოდ ქართული საუცხოო ვეგეტარიანული საკვების დასაგემოვნებლად დავტოვებ. მინდა კვლავ დავბრუნდე სასტუმრო „Rooms Hotel“-ში“,- წერს ჰუმელსი.
საქართველოს გარდა, Guardian-ის მკითხველები მოსახლეობას ყირგიზეთის, შოტლანდიის, ინგლისის, ყაზახეთის, მავრიტანიისა და ფარერის კუნძულების მონახულებას ურჩევენ.























