
ქალი, რომელიც აშშ-ს კონგრესის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა, მანამდე აშშ-ს საჰაერო ძალებში მსახურობდა. ამის შესახებ Fox News იუწყება.
გარდაცვლილი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი, ეშლი ბაბიტია. ის დაახლოებით 14 წლის განმავლობაში მსახურობდა შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში.
ბაბიტი დაშავდა აშშ-ის კონგრესის შენობასთან მომხდარი არეულობების დროს. რამდენიმე საათის შემდეგ იგი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ვითარება ვაშინგტონში მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ.
დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა.
ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.






















