11:31 | 2021-01-11 ავტორი: Prime Time

მუხიანში სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის დროს მაშველებმა ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს

მუხიანში სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის დროს მაშველებმა ლეკვი იპოვეს და გადაარჩინეს

მუხიანში სავაჭრო ცენტრ “ჩემპიონში” ხანძრის ქრობის სამუშაოებისას მეხანძრე-მაშველებმა შენობაში ლეკვი იპოვნეს და გადაარჩინეს. ინფორმაციას და ფოტოებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

 

 

ჩემპიონში” გამთენიისას, დილის 5 საათისთვის ხანძარი გაჩნდა. ადგილზე რამდენიმე წუთში მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

 

არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე გვერდზე მდგომ გაზგასამართ სადგურზე, თუმცა, მეხანძრე-მაშველების დროული და ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება.

 

გადარჩენილია შენობაში განთავსებული საქონელის 50%-ზე მეტი. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს გარკვეული მხრჩოლავი კერების დამუშავება. დაშავებული არავინ არ არის.

ავტორი: Prime Time

X