01:28 | 2020-03-24 ავტორი: თამთა თორდია

საქართველოს 3000 მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში – ზალკალიანი

საქართველოს 3000 მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში – ზალკალიანი

ჩვენ ძალიან რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მთელი რიგი ავიაკომპანიები წყვეტენ საჰაერო მიმოსვლას. ბევრი ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია. ამ რთულ პირობებში საქართველოს 3000 მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში. ეს ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ზალკალიანის განცხადებით, მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი უცხოეთიდან გრძელდება. „თვენახევრის წინ როცა ჩინეთში შეიქმნა ჩარტერული რეისით თურქული და ფრანგული კომპანიის დახმარებით გამოვიყვანეთ. ასევე მოქალაქეები გამოვიყვანეთ იტალიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან. ეგვიპტიდან რამდენიმე სტუდენტი და ეს პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

შეგახსენებთ, კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 61 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ხუთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. სულ გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.

ავტორი: თამთა თორდია

X