
რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს, – ამის შესახებ გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ “მთავარ არხს” განუცხადა.
ჩალაძის თქმით, ისინი არჩევანს არა თუ ჩინურ ვაქცინაზე, არამედ დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესოზე აკეთებენ.
“მე როგორც ვიცი, თბილისში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე გაკეთებული აქვს რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირს თუ მაღალი იერარქიის ადამიანს. ასეთი ადამიანები არჩევანს არ აჩერებენ ჩინურ ვაქცინაზე ან იგივე, რუსულ “სპუტნიკზე”, ისინი იკეთებენ საუკეთესოს მათგან, რაც მსოფლიოში, დღესდღეობით, არსებობს”, – ამბობს “მთავართან” გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე.
დამატებითი დეტალების გასაგებად “პრაიმტაიმი” გიორგი ჩალაძეს დაუკავშირდა.
ჩვენთან საუბრისას გიორგი ჩალაძე არ ადასტურებს, რომ მაღალი იერარქიის ადამიანებში ეპისკოპოსებს გულისხმობდა და დამატებით კომენტარზე უარს ამბობს.
ინფორმაციას ეპისკოპოსების ვაქცინაციის შესახებ არ ადასტურებს არც საპატრიარქო.






















