
ცნობილი უროლოგი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღანელი დავით ქოჩიაშვილი სოციალურ ქსელში გამოწვევა-განცხადებას აქვეყნებს.
ქოჩიაშვილი მადლობას უხდის მის კოლეგებს, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვიან და სამთავრობო ფონდში მათ დასახმარებლად, პირადი დანაზოგიდან 10 000 ლარს რიცხავს.
„ჩემო ძვირფასო კოლეგებო! (გამოწვევა) ქართველმა ექიმებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს უმაღლესი პროფესიონალიზმი, საქმის მიმართ ერთგულება, თავდადება, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვის სიცოცხლეზე უანგარო ზრუნვა.
ფინანსური დაინტერესების გარეშე 24 საათიან რეჟიმში მუშაობა. დღეს ასეულობით მედპერსონალი: ექიმები, ექთნები, სანიტრები დგანან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩადიან გმირობის ტოლფას საქმეს რუდუნებით, დაუმადლებლად მთელი საქართველოს მასშტაბით.
მათი ფინანსური უზრუნველყოფისა და პრემიერ გიორგი გახარიას უბადლო და შესაშური საქმიანობის, ორგანიზებულობის მხარდაჭერის მიზნით, სამთავრობო ანგარიშზე ვრიცხავ 10 000 ლარს პირადი დანაზოგიდან, რომელიც ჩემი შრომის შედეგია. ვინ იქნება შემდეგი“ – წერს ექიმი.
24 მარტის მონაცემბით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი.
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.






















