12:18 | 2020-03-24 ავტორი: თათია ცუკოშვილი

საქართველოში კორონავირუსის პიკს 3 კვირაში ელოდებიან

საქართველოში კორონავირუსის პიკს 3 კვირაში ელოდებიან

სპეციალისტები საქართველოში კორონავირუსის პიკს 3 კვირაში ელოდებიან. ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ზოგადად პიკი პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ დგება.

 

„მეოთხეული გადაცემები უახლოეს პერიოდში ბევრი დაფიქსირდება. მატება მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, რომ უახლოეს ერთ კვირაში დრამატული მატება იყოს. რაც შეეხება პიკს, ზოგადად პიკი დგება ხოლმე პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან 7-8 კვირის შემდეგ. ახლა არის მეოთხე კვირა, ამიტომ სამ კვირაშია მოსალოდნელია პიკური სიტუაცია. პაციენტების მატება იქნება, თუმცა, თუ ამ დინამიკით და ტემპით წავალთ, ეს იქნება ქვეყნისთვის კარგი და არ გვექნება ძალიან ბევრი მეოთხეული გადაცემა, როდესაც წყარო იქნება უცნობი“, – განმარტა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

 

!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:

 

 

24 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულია 66 ადამიანი.

 

საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი

 

21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X