
ევროპის წამლების სააგენტოს (EMA) ცნობით, ჰაკერებმა სერვერებიდან კომპანია Pfizer/BioNTech-ისა Moderna-ს ვაქცინის შესახებ ცნობები მოიპარეს და მათ შესახებ ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ცნობით, საუბარია Pfizer/BioNTech-ის 2020 წლის დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტაციაზე.
როგორც ევროპის წამლების სააგენტოში ამბობენ, ჰაკერების მიერ გავრცელებული ზოგიერთი კორესპონდენცია ყალბია და კრიმინალების მიზანს მოსახლეობაში ვაქცინის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება წარმოადგენდა.
„კორესპონდენციის ნაწილი გამოქვეყნდა არა თავდაპირველი ფორმით, არამედ კრიმინალების მიერ დამატებული კომენტარებით“, – აღნიშნეს EMA-ის წარმომადგენლებმა.























