
D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ 2 წლამდეა მისი მიღება რეკომენდებული რაქიტის პრევენციის მიზნით, – ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია წერს და თან პაციენტის ფოტოებს ურთავს.
„პაციენტი – ახალგაზრდა ქალი ოჯახის ექიმის დანიშნულებით 2-ჯერ მიიღო D ვიტამინი „საპროფილაქტიკოდ” – 50 000 IU (ერთეული), ანალიზი გარეშე, ამ პერიოდში წაგადგებაო (მამონტის დოზა, დღიური მისაღები ნორმაა 600-800IU) პაციენტს დაეწყო მწვავე ურტიკარია (ჭინჭრის ციება) ეს ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.
კიდევ ერთხელ!!!
D ვიტამინი საპროფილაქტიკო მიზნით არ ინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ 2 წლამდეა მისი მიღება რეკომენდებული რაქიტის პრევენციის მიზნით.
არ არსებობს რეკომენდაცია დაფუძნებული მაღალი ხარისხის სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რომ D ვიტამინი უნდა იქნას დანიშნული პროფილაქტიკის მიზნით თუ ლაბორატორიულად არ არის დადასტურებული მისი ნაკლებობა (>20ნგ/მლ – ნორმა). დაანებეთ თავი ამ „მახინჯ მოდას”, ამით პაციენტს სარგებელი არ ექნება და პოტენციურად შეიძლება ავნოთ.
D ვიტამინის მოჭარბებამ ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს – ტოქსიკოზი, ურტიკარია, ჰიპერკალცემია, თირკმელებში კენჭები, სისხლძარღვებში კალციფიკატები, კუნთების ტკივილი, დაღლილობა და ასე შემდეგ“, – წერს თელია.

























