14:54 | 2021-01-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ერთ თაიგულს ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა… ბოდიში…. – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

ერთ თაიგულს ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა… ბოდიში…. – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე

არ არის საჭირო რაღაცის შელამაზება, ერთ თაიგულს კი ნამდვილად იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან მაინც. ბოდიში, – ამის შესახებ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ირინა ფუტკარაძე აცხადებს.

 

ნახეთ გიორგი გაბუნიას მონოლოგი ↓

 

 

„მე ეს ვერ გავაკეთე მიზეზებს აზრი არ აქვს. არის რაღაც, რასაც მთელი ცხოვრება ნანობ. მეტ ყურადღებას იმსახურებდა ქალბატონი ჯულიეტა, თუნდაც ჩემგან, როგორც საბჭოს თავმჯდომარისგან და ჟურნალისტისგან. მეტი კორპორატიული პასუხისმგებლობაც გვმართებს“, – აცხადებს ფუტკარაძე.

 

შეგახსენებთ, ლეგენდარული ტელესახის, ჯულიეტა ვაშაყმაძის შვილმა, გიორი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელევიზიისგან, სადაც დედა მრავალი წელი მუშაობდა, სამძიმრის ნიშნად თაიგულიც არ მიუღიათ.

 

მოვითხოვ, პირველი არხის საბჭოსგან შენს გადაყენებას! - ნიკა გვარამია არხის დირექტორს მიმართავს
2021-01-18მოვითხოვ, პირველი არხის საბჭოსგან შენს გადაყენებას! - ნიკა გვარამია არხის დირექტორს მიმართავს

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X