02:10 | 2021-01-19 ავტორი: Prime Time

როდემდე გაგრძელდება ყინვა საქართველოში – არადამაიმედებელი პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება ყინვა საქართველოში – არადამაიმედებელი პროგნოზი

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ გვაძლევენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით ყინვები საქართველოში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

 

„19-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, ზოგან ძლიერი, 19-20 იანვარს უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

 

19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები დააზიანოს“ – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს. როდემდე გაგრძელდება ყინვა, ამაზე გრძელვადიანი პროგნოზი ჯერჯერობით არაა ცნობილი.

ავტორი: Prime Time

X