01:19 | 2021-01-19 ავტორი: Prime Time

ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე დასუფთავების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე დასუფთავების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე (ვაკე-საბურთალოს ახალი გზა). „თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების მანქანას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: Prime Time

X