
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი საზოგადოებას ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.
„გილოცავთ ნათლისღებას! ბედნიერნი იყავით ვიწროა ღვთის შვილების ბილიკი, მაგრამ არც ერთი მაგისტრალი არ ჯობია ამ გზას, ღვთის გზას“, – წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ღესასწაულსთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.
სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება განცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.






















