
საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერთიფიკატი მიიღო. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს.

„დიდი მადლობა “რესპირატორი”. არ დაგიმალავთ, ჩემი თხოვნა იყო ამ საქმეში გარეული… და შედეგი არის.
1. სამედიცინო პირბადეების ფასი საქართველოში 14-20 თეთრი გახდა.
2. სამედიცინო პირბადეების წონადობა გაიზარდა.
3. საქართველოში წარმოებულმა პირბადემ ევროპული სერტიფიკატი მიიღო“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
შეიძლება თუ არა ბავშვების აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – გიორგი ფხაკაძის განმარტება
სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი, 2023 წლამდე კოვიდი არსად არ წავა – გიორგი ფხაკაძე






















