
მსოფლიო ლიდერებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ – კამალა ჰარისს, ინაუგურაციაზე დადებული ფიცის შემდეგ, აღნიშნული თანამდებობების დაკავება მიულოცეს.
ისეთი ქვეყნების პირველმა პირებმა, როგორებიც კანადის პრემიერ მინისტრი – ჯასტინ ტრიუდო, დიდი ბრიტანეთის პრემიერი – ბორის ჯონსონი, ინდოეთის პრემიერ მინისტრი – ნარენდრა მოდი, ისრაელი პრემიერი – ბინიამინ ნეთანიაჰუ და სხვები არიან, მილოცვები Twitter-ის საშუალებით გაასაჯაროვეს.

„საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ამ განსაკუთრებულ დღეს, ამერიკელ ხალხს! ჩვენ ერთად ვართ. ჩვენ ვიქნებით ძლიერები, რომ ჩვენი დროის გამოწვევებს გავუმკლავდეთ. ძლიერები, რომ ავაშენოთ ჩვენი მომავალი. ძლიერები, რომ დავიცვათ ჩვენი პლანეტა. კეთილი იყოს პარიზის შეთანხმებაში თქვენი დაბრუნება!“ – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
To @JoeBiden and @KamalaHarris.
Best wishes on this most significant day for the American people!
We are together.
We will be stronger to face the challenges of our time. Stronger to build our future. Stronger to protect our planet. Welcome back to the Paris Agreement!— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) January 20, 2021
ასევე, მათ გერმანიის კანცლერმა – ანგელა მერკელმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა – ურსულა ფონ დერ ლაიენმაც მიულოცეს.
„ამერიკის ნამდვილი დღესასწაული. გერმანია-ამერიკის მეგობრობისა და კოოპერაციის ახალ თავს, ველოდები“ – განაცხადა ანგელა მერკელმა.
Chancellor #Merkel: "Warmest congratulations on your inauguration, @POTUS Joe Biden and @VP Kamala Harris – a true celebration of American democracy. I look forward to a new chapter of German-American friendship and cooperation." #InaugurationDay
— Steffen Seibert (@RegSprecher) January 20, 2021
„შეერთებული შტატები დაბრუნდა. ევროპა მზადაა, რომ ხელახლა დავუკავშირდეთ ძველ და სანდო პარტნიორს, რათა ახალი სიცოცხლე შთავბეროთ ჩვენს ალიანსს“ – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
The United States is back. And Europe stands ready.
To reconnect with an old and trusted partner,
to breathe new life into our cherished alliance.I look forward to working together with @JoeBiden pic.twitter.com/gc7HIIg2Z8
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) January 20, 2021






















