19:35 | 2021-01-22 ავტორი: Prime Time

სად რა დაიშვება და რა რჩება აკრძალული – შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა დეტალურად ერთ სტატიაში

სად რა დაიშვება და რა რჩება აკრძალული – შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა დეტალურად ერთ სტატიაში

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა.

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

 

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ გეგმას, რომლის მიხედვითაც შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება:

 

მუნიციპალური ტრანსპორტი

 

Batumelebi | ხვალიდან ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

 

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი აღდგება. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში კი, 1-ლი მარტისთვის, გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან.

 

ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.

 

სკოლები, კოლეჯები და ბაღები

 

დაისვენებენ თუ არა სკოლები ბარბარობის დღესასწაულზე, 17 დეკემბერს - Primetime

 

პირველი თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, მოსწავლეები სასწავლო პროცესს სკოლებში გააგრძელებენ.

 

„15 თებერვალს კიდევ მოხდება ეპიდსიტუაციის შეფასება და 7 დღის მაჩვენებელი, თუ 4%-მდე დაიწევს, შემდგომი შემსუბუქებების განხილვა მოხდება”, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველი მარტიდან გაგრძელდება. თუმცა, მისივე თქმით, ესეც ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

 

მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები

 

 

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები იხსნება - PTN.GE

 

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება. თუმცა, როგორც ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

 

 

Batumelebi | აჭარაში რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ

 

1-ელი თებერვლიდან აჭარაში კვების ობიექტები მუშაობას განაახლებენ და მომსახურებას ღია სივრცეებში შეძლებენ.

 

შეზღუდული რჩება ქორწილები და სხვა დიდი წვეულება, ან სარიტუალო ღონისძიება.

 

სხვა რეგიონებში კი, რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროები, გააგრძელებენ მუშაობას გატანის სერვისით იმ წესების დაცვით, რაც მოქმედებდა დღეისთვის.

 

 

ღია და დახურული ბაზრობები

 

როდის გაიხსნება ღია ბაზრობები? - პრემიერის განმარტება

 

ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება

 

და ბოლოს, 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

 

9 ნოემბრიდან "კომენდანტის საათი" ამოქმედდება - რომელ ქალაქებში იმოქმედებს შეზღუდვა?

 

 

ავტორი: Prime Time

X