
სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” გადაღება თებერვალში დაიწყება. მსახიობებს ერთი სული აქვთ, როდის აღმოჩნდებიან გადასაღებ მოედანზე.
გადაცემა “სტუმრად ბაიასთან”, “ფორმულაზე”, არხის დაარსების დღიდან გადის. ხვალინდელ გადაცემას ბაია დვალიშვილი საკუთარ თავს უძღვნის. “ნელიკომ”, მასზე სასაუბროდ, გადაცემაში თავისი გოგოები – ნინა, კატო და თინა მიიწვია.
ნინო გაჩეჩილაძე: – ძალიან მომენატრა ყველა, ოჯახის წევრებივით არიან ყველანი. იმხელა პაუზა გამოვიდა, რომ უკვე ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ გადაღებას. ძალიან მომენატრა მუშაობა. ჩვენ უკვე უერთმანეთოდ ვეღარ ვძლებთ. ბაიასთან რომ ვიყავით, ჩვენთვის ოჯახური შეკრებასავით იყო.
მოკლედ, ბაია სტუმრად არის თავის გადაცემაში. მისი კოლეგები, მეგობრები და ახლობლები ისაუბრებენ მასზე. ნამეტანი არ მაქოთო, გაგვაფრთხილა, იუბილესავით გადაცემა გამოვაო. მაგრამ ქების გარეშე არ გამოვიდა. სხვანაირად ბაიაზე ვერ ილაპარაკებ.






















