20:10 | 2021-01-25 ავტორი: რუსა ღვანიძე

„როგორ წავიკითხოთ სისხლის საერთო ანალიზი – ლაბორანტის მწირ აზრს, არ უნდა დაეყრდნოთ!“- მარინა ტოტოჩავას რჩევები

„როგორ წავიკითხოთ სისხლის საერთო ანალიზი – ლაბორანტის მწირ აზრს, არ უნდა დაეყრდნოთ!“- მარინა  ტოტოჩავას რჩევები

ექიმი მარინა ტოტოჩავა, საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას, თუ რა შეუძლია დაინახოს ექიმმა, სისხლის საერთო ანალიზის, სწორად წაკითხვის დროს და სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

 

როგორ წავიკითხოთ, სისხლის საერთო ანალიზი:

 

სისხლის საერთო ანალიზი, მხოლოდ, დაახლოებით, შეიძლება წაიკითხოს, არაექიმმა ადამიანმა. ექიმმა რომ აკადემიურად წაიკითხოს, სისხლის საერთო ანალიზი, თითოეული პარამეტრის, კლების ან მატების ვარიანტების მიხედვით, სხვადასხვა დაავადების დროს, მან ათასობით დაავადება, უნდა გაატაროს გონებაში.

 

ის ისეთი მარტივი ამოსაცნობი, არ არის, როგორიც ზოგს ჰგონია. სისხლის საერთო ანალიზიდან, შესაძლებელია, კოლოსალური ინფორმაციის მიღება. ოღონდ ის, წაკითხული უნდა იყოს, ძალიან აკადემიურად. ლაბორატორიის თანამშრომელს ევალება მხოლოდ, ტექნიკურად, მაღალ ხარისხში შეასრულოს ანალიზი.

 

ლაბორანტს, არ შეუძლია, სისხლის ანალიზის, მეცნიერულად წაკითხვა. შეცდომა და დარღვევაა, როცა სისხლის ანალიზის პასუხზე, ლაბორანტი, პაციენტს ესაუბრება. ლაბორანტს, არ შეუძლია დაინახოს ის, რაც შეუძლია კარგ ექიმს. აკადემიურად წაკითხვა ანალიზის, მხოლოდ, ძალიან კარგ ექიმს შეუძლია.

 

ზოგადად გასწავლით, საიდანაც მიხვდებით, თუ რა შეუძლია დაინახოს ექიმმა, კარგად წაკითხული ანალიზიდან.

 

1 ჰემოგლობინი – ცილაა, რომლის ფუნქციაა, ქსოვილებამდე და ორგანოებამდე მიიტანოს ჟანგბადი და ქსოვილებიდან, გამოიტანოს ნახშირორჟანგი. როცა დაბალია ჰემოგლობინი, მაშინ არის, ჟანგბადის დეფიციტი ორგანიზმში.

 

ათასობით დაავადება არსებობს, რომლის სიმპტომია, ჰემოგლობინის კლება. ხალხისთვის უფრო ცნობილია, ჰემოგლობინის კლება, სისხლის დაავადებების და ანემიების დროს. ჰემოგლობინის ცრუ მატებაა, დამწვრობის დროს. ანუ ამ დროს, შეიძლება ძალიან დაბალი იყოს და ანალიზში ნორმალური გამოჩნდეს.

 

ღებინებით მიმდინარე ყველა დაავადების დროს, შეიძლება ჰემოგლობინი ძალიან დაბალი იყოს, მაგრამ ძალიან მაღალი, ან ნორმალური გამოჩნდეს.

 

2. ეოზინოფილები – ათასობით რთული, სერიოზული დაავადებებია, რომელთა დროს, ეოზინოფილები მატულობს, ან კლებულობს. გამოვკვეთავ, მხოლოდ, ყველაზე ხშირ ვარიანტებს: ის მომატებულია ჭინჭრის ციების, ბრონქული ასთმის და ყველა ალერგიის დროს.

 

ასევე, ჭიებით ინვაზიის დროს. სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს, ასევე, წითელას დროს.

 

ყურადღება! ბ12 ვიტამინის ნაკლებობა, ძალიან დიდ ზიანს, აყენებს ადამიანს!  

 

ძალიან ძნელია, კლინიკურად, ბ12 -ის ნაკლებობის დადგენა, თუ ექიმმა, ზედმიწევნით არ იცის, მისი სიმპტომები. ეს კარდინალური საკითხია. რადგან ბევრი დამბლის ტიპი არსებობს, მარტო ბ12 -ს ნაკლებობით გამოწვეული. შეიძლება ავადმყოფს, ამ დროს ათასობით ლარის მედიკამენტები ეძლეოდეს, მაგრამ სულ არ ჰქონდეს ეს იაფიანი და ამ დროს, ყველაზე სასიცოცხლოდ საჭირო წამალი დანიშნული.

 

ბ12 ვიტამინის ნაკლებობის გამოსაცნობი, ბევრი სიმპტომი არსებობს, მაგრამ თუ ბ12 -ს ნაკლებობაა, მაშინ სისხლის ანალიზიდან, ამას მიმახვედრებს, ეოზინოფილების რიცხვის დაბლა დაცემა.

 

ასევე ეცემა დაბლა ეოზინოფილები, ყველა მძიმე მდგომარეობის დროს. როცა სისხლის ანალიზს დავხედავ და მისი რიცხვი არ არის დაცემული, გული მიმშვიდდება. რადგან ეს პაციენტი, არ არის მძიმე მდგომარეობაში და საგანგაშოდ. ძალიან მატულობს, ბრუცელოზის დროს.

 

3. ლიმფოციტები – დახედავ ანალიზს და როცა ხედავ, მომატებულ ლიმფოციტებს, უკვე იცი, რომ ორგანიზმში ძლიერი ინფექციაა. თუ კლინიკურად ასკვნი ინფექციას და ლიმფოცოტები არ არის მომატებული, მაშინ ძალიან რთული პროცესია. ეს ლიმფოციტების ძლიერი რეაქციაა და მისი უფრო დეტალური დათვლაა საჭირო, სხვა მეთოდით.

 

4. თრომბოციტები – კარგ ექიმს შეუძლია, თრომბოციტების რიცხვით, ძალიან ბევრი პროცესი, ზუსტად ივარაუდოს. მაგალითად, აქვს თუ არა ამ ადამაინს, სისხლდენის შანსი. შესაბამისად, აქვს თუ არა, ამ ადამიანს, უახლოეს პერიოდში, ჰემორაგიული ინსულტის, ან ინფარქტის შანსი. მისით ადგენ, სისხლძარღვის მდგრადობის დონეს.

 

ერთ-ერთი და მთავარი, ჩამოთვლილი დაავადებების დროს რაც ხდება, მარტივად რომ ვთქვათ – სისხლძარღვი იხევა. თრომბოციტების რიცხვით, ივარაუდებ, როგორ მიდის სისხლის შედედება. მომატებულია, თუ დაგვიანებულია. თუ დავარდა თრომბოციტების რიცხვი, გარდა შედედების ფაქტორებისა, მიხვდები, რომ იმუნიტეტი, ძალიან მაგრად შერყეული და დაცემულია.

 

„კორონა არ კლავს!.. ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი“ - ექიმ მარინა ტოტოჩავას რჩევები „კოვიდ 19“-ზე
2020-11-06„კორონა არ კლავს!.. ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი“ - ექიმ მარინა ტოტოჩავას რჩევები „კოვიდ 19“-ზე

 

ასევე, ორგანიზმში ქრონიკული ანთება, მყარად მიდის. ყველა დაავადება რომ ჩამოვთვალო, თითოეული პარამეტრის, მომატების, ან დაკლების მიხედვით, ძალიან შორს წამიყვანს. ძალიან ბევრი გამოვა. აკრიფეთ აუცილებელი, ანუ მხოლოდ, რასაც გაწვდით და აუცილებლად სწორ გზას დაადგებით.

 

5. ერითროციტების დალექვის სიჩქარე, ანუ ედსი. ადრე რომ ერდის ეძახდით – ყველამ იცის, რომ ედსი, რაღაცის ანთების დროს იმატებს, მაგრამ არსებობს ანთებების ძლიერი ტიპებიც, როცა ედსი, მომატებული არ არის.

 

ამიტომ, როცა ანთებას კლინიკურად ვარაუდობ, ედსის ყოველთვის ვერ დაეყრდნობი. ანუ, შეცდომაა გამოთქმა – ედსი არაა მომატებული და არავითარი ანთება არ არისო. ინფარქტის და ინსულტის დროს, ედსი, აუცილებლად მოიმატებს. თუ ედსი, რამდენიმე თვის ანალზში მომატებულია, მაშინ სიმსივნე უნდა გამორიცხოთ.

 

6. ნეიტროფილები – ისინი კანის ლორწოვანებში ცხოვრობენ. გამალებით ისრუტავენ და ანეიტრალებენ გარედან შეჭრილ მავნე ორგანიზმებს.

 

ასევე, კლავენ ენდოგენურად, ანუ შიგ არსებულ, მავნე მიკრობებს. ამით, ორგანიზმს იცავენ ინფექციებისგან. სისხლის საერთო ანალიზში, თუ ნეიტროფილებია მომატებული, რა თქმა უნდა, ორგანიზმში რაღაცის ანთებაა.

 

ნეიტროფილების მატებას, თუ ნახავთ, დიდი განგაში გამოაცხადეთ! ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ანთების გამო, ორგანიზმში აუცილებლად, არის ჩირქი. ასეთი შემთხვევებიცაა, შეიძლება ადამიანს, დიდი ჩირქოვანი კერა აქვს, მაგრამ ნეიტროფილებმა არ მოიმატოს, რადგან ადამიანს კარგი იმუნიტეტი აქვს.

 

ნეიტროფილები დაქვეითდება შემდეგ შემთხვევებში: ანემია, გარედან მიღებული ინტოქსიკაცია, მზის დაკვრა, მავნე საწამლავების შესუნთქვა, ინფექციური დაავადება, ჩიყვთან ასოცირებული დაავადებები.

 

7. ჰემატოკრიტი – თუ დაწეულია, ან სისხლდენა დაიწყება, ფარული სისხლდენა მიდის, უპირობოდ დაიწყება სისხლდენა, ან ისე გაფაშრებული და განვლადობა დარღვეულია სისხლძარღვი, ადამიანს ინფარქტის ან ინსულტის დიდი შანსი აქვს.

 

მით უმეტეს, ამის სხვა ფონიც თუ აქვს. ჰემატოკრიტი დაწეულია ინფექციური დაავადებების დროს. ასევე, ურთულესი, იმუნური დაავადებების დროს. ჰემატოკრიტი დაწეული აქვთ ორსულებს.

 

ჰემატიკრიტი შეიძლება დაწეული იყოს და ადამიანს არაფერი არ ჭირდეს. მხოლოდ, ზომაზე მეტად გადაღლილი იყოს.

 

8. ერითროციტები – ძირითადად, სისხლის ფაქტორებს განაგებენ. ჰემოგლობინის გადამტანებია. სისხლის დაავადებების დროს იცვლებიან.

 

9. ფერადობა – მისი ცვლილება, უპირობოდ ასახავს, რომელიმე ანემიის, მძიმე მიმდინარეობას. ის – რკინადეფიციტური ანემიის დროს იკლებს. იმ შემთხვევაში იმატებს, თუ ბ12 -ს დეფიციტია, ფოლის მჟავას დეფიციტია, ან უფრო რთული – აუტოიმუნური ანემიებია.

 

თუ 1-ს აცილდება ძალიან მაღლა, მაშინ სისხლის დააავადება უნდა გამოირიცხოს. მაგრამ, თუ ისე დაეცა, რომ 09 -ს დაბლა ჩამოსცილდა, მაშინ სამივე – ფოლის მჟავა, ბ12 და რკინის დეფიციტია ერთდროულად.

 

10. ლეიკოციტები – ინფექციების ფარია. ისინი ინფექციებისგან იცავენ ორგანიზმს. თუ ლეიკოციტი მომატებულია, ორგანიზმში აუცილებლად ინფექციაა. თუ ძალიან მომატებულია, ლეიკოზი უნდა გამოირიცხოს.

 

ზოცი ინფექციის დროს, ლეიკოციტი, პირიქით იკლებს. კიბოს დროს იკლებს. მძიმე, ქრონიკული, აუტოიმუნური დავადებების დროს იკლებს. რადგან ამ დროს, ძვლის ტვინში ვერ წარმოიქმნებიან. სისხლის საერთო ანალიზზე, მშიერი მისვლა, არ არის საჭირო.

 

თუ ნაკვები ხართ, დროს ჩამორჩენილი ლაბორანტი, უკან გაგაბრუნებთ. თუ სისხლის ანალიზში ცვლილებებია, არ შეგეშინდეთ, რადგან ცვლილებას, მარტო ორგანული დაავადებები არ იწვევს.

 

ამ ფაქტორების დროს, სისხლის ანალიზი შეიძლება შეიცვალოს: 

 

1) ზოგი მედიკამენტი, მაგალითად, ბისეპტოლი, ასპირინი, ინდომეტაცინი და სხვა. 2) მიღებული ალკოჰოლი, წინა დღეს. 3) ჩატარებული რენტგენი და ფიზიოპროცედურა. 4) მზეზე ყოფნა. 5) ჭამიდან 3 საათში, ლეიკოციტი, ფიზიოლოგიურად მატულობს. 6) მუშაობის, ან სპორტის დროს, ლეიკოციტი მატულობს.

 

7) აბაზანის მიღების შემდეგ, ლეიკოციტი მატულობს. 8) ორსულობის ან მენსტრუაციის დროს, ლეიკოციტი მატულობს. 9) სტრესის, ემოციის, ნერვიულობის დროს, ლეიკოციტი მატულობს.

 

ეს მხოლოდ, მცირე ინფორმაციაა. ახლა მიხვდებით, რომ ლაბორანტის მწირ აზრებს, არ უნდა დაეყრდნოთ. უნდა მოძებნოთ კარგი ექიმი, რომელიც მარტო სისხლის ანალიზიდანაც, ძალიან ბევრ რამეს მიხვდება და რეალურ გზაზე დაგაყენებთ,“ – წერს ტოტოჩავა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X