13:13 | 2021-01-26 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევაში გაიხსნება დიდ ქალაქებში სკოლები 1-ელ მარტზე უფრო ადრე

რა შემთხვევაში გაიხსნება დიდ ქალაქებში სკოლები 1-ელ მარტზე უფრო ადრე

განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განმარტავს, რა შემთხვევაში გაიხსნება თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლები 1-ელ მარტზე უფრო ადრე.

 

„როგორც იცით, ჩვენი გეგმის მიხედვით პირველ მარტს მოხდება სკოლების გახსნა სხვა ქალაქებშიც, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდსიტუაციასთან.

 

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, კერძოდ 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელ. თუ ეს მაჩვენებელი ჩამოვა დაბლა, რა თქმა უნდა, ჩენ განვიხილავთ შემსუბუქებას რეგულაციის და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. მკაფიოდ არის ეს კრიტერიუმი განსაზღვრული და დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობასთან.

 

ვიმეორებ, თუ 4%-ზე ჩამოვა მაჩვენებელი, საშუალება გვქნება სასწავლო პროცესი თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც უკვე გავაგრძელოთ სწავლა საკლასო ოთახებში “,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

დაგაინტერესებთ: სად რა დაიშვება და რა რჩება აკრძალული – შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გეგმა დეტალურად ერთ სტატიაში

ავტორი: Prime Time

X