16:38 | 2021-01-26 ავტორი: ამუკა ქორიძე

ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარ კაცს, კარლოს სლიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლათინური ამერიკის ყველაზე მდიდარ კაცს, კარლოს სლიმს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსს არ ადარდებს რა გქვია, როგორ გამოიყურები, რა პროფესიის ხარ და რამდენი ფული გაქვს. BBC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 80 წლის მილიარდერს, რომელიც მიჩნეულია, როგორც მექსიკის უმდიდრესი კაცი, Covid – 19 დაუდასტურდა.

 

მილიარდერი კარლოს სლიმი სატელეკომუნიკაციო ბიზნესში მოღვაწეობს. გასული წლის 25 სექტემბრის მონაცემებით, რომელსაც Business Insider ავრცელებს, მისი ფინანსები 43.6 მილიარდ დოლარს უტოლდება.

 

კარლოსის შვილიშვილის ცნობით, ბაბუას მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობს.

 

ცნობისთვის, კარლოს სლიმის დაინფიცირებამდე ერთი დღით ადრე, მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეზს კორონავირუსი დაუდასტურა.

 

Mexican president ignores coronavirus restrictions to greet El Chapo's mother | Andrés Manuel López Obrador | The Guardian

 

მსოფლიო მონაცემებით, მექსიკა Covid – 19-ით ინფიცირების მაჩვენებლით ერთ-ერთი მოწინავეა.

პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში, სულ 1.7 მილიონი დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილია, დაახლოებით 150 000 ადამიანი.

ავტორი: ამუკა ქორიძე

X