
კავკასიაში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე საქართველოში არსებული კონფლიქტების მნიშვნელობა და მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიება მეტად აქტუალური გახდა, რაც ამავე დროს სქართველოს სახელმწიფოებრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
შესაბამისად, აუცილებელია გადაიდგას ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით. პლატფორმა „სუფთა სივრცე“-ს ლიდერი კობა ჭითანავას განცხადებით, ამ ეტაპზე ერთადერთი ფორმატი, რომელიც დაკავშირებულია ნაკლებ რისკებთან, იქნება უფრო მეტად მოქნილი და ეფექტიანი, ეს არის სახალხო დიპლომატიის ფორმატი. მისი თქმით, ასევე, ეს იქნება გამოძახილი დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მინისტრის სერგეი შამბას მიერ გაჟღერებულ ინიცატივასთან დაკავშირებით.
„ბოლო დროს შექმნილმა ვითარებამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მკაფიოდ დაგვანახა სახალხო დიპლომატიის გააქტიურობის აუცილებლობა და ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობისათვის ქმედითი ფორმატების შესაქმნელად. სახალხო დიპლომატიის გააქტიურებაში ნაგულისხმევია პირველ ეტაპზე ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების გააქტიურება, რომლებიც პირდაპირ არ არის ასოცირებული პოლიტიკურ შემადგენელთან, მაგრამ მნიშნელოვნად ხელს შეუწყობს აფხაზურ საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის პროცესს.
პირველ ეტაპზე სახალხო დიპლომატიის ფარგლებში განსახილველი თემები უნდა იყოს:
- ჯანდაცვა (covid-19);
- გარემოს დაცვა;
- განათლება, კულტურა და სპორტი;
- სოფლის მეურნეობა;
- ერთობლივი ბიზნეს პროექტები და ეკონომიკური აქტივობები.
ყველა ზემოხსენებული საკითხები სახალხო დიპლომატიის სხვადასხვა ფორმატში ბევრჯერ არის განხილული აფხაზურ მხარესთან, რაც ცალსახად გვაძლებს შესაძლებლობას, მომავალში მოვახდინოთ ქართულ-აფხაზური ინტერესების დაახლოება. ასევე, სხვა მნიშვნელოვანი თემების გააქტიურება და ინტერესების თანხვედრა, რაც აუცილებლად მოგვცემს კონფლიქტის ტრანსპორმაციის საშუალებას.
იმისთვის, რომ სახალხო დიპლომატიის ფარგლებში შექმნილი ფორმატები იყოს ქმედითუნარიანი და შედეგზე ორიენტირებული,შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განიხილონ სხვადასხვაფორმატების შექმნის შესაძლებლობა თემატურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, რათა მოხდეს ინფორმაციების გაცვლა და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ამისათვის საჭიროა დაუყონებლივ შეიქმნას ერთობლივისამუშაო ჯგუფი დახურულ ფორმატში.
სახალხო დიპლომატია რომ იყოს ეფექტიანი აუცილებელია პარალელურად ვიმუშაოდ საინმფორმაციო-ანალიტიკური მიმართულებით. ამისთვის საჭიროა:
- შეიქმნას საინფორმაციო ბანკი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა შესაბამისი ინფორმაცია;
2. მოხდეს აკუმულირებული, მოძიებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება, რომელიც მოგვცემს საშუალებას კომპლექსურად მიუდგეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს;
3. გამოვყოთ კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის პრიორიტეტულ მიმართულებები, რომელიც მოგვცემს შედარებით მოქნილად მუშაობის და ეფექტიანი სახალხო დიპლომატიის წარმართვის შესაძლებლობას.
4. განისაზღვროს ადამიანური რესურსი აფხაზურ მხარესთან, სხვადასხვა დონეზე საკომუნიკაციოდ უკვე ჩამოყალიბებული პიროვნებათშორისი ნდობის ფარგლებში და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, დეზინფორმაციის გავრცელების თავიდან ასაცილებად, მოხდეს ინფორმაციების გადამოწმება, გაზიარება და მისი სწორად შეფასება.
იმისათვის, რომ სამშვიდობო პროცესი იყოს მეტად მოქნილი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი ამისათვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა.
I – საკანონდებლო დონეზე:
ა) ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის გააქტიურება სამშვიდოგო ინიციატივების კუთხით;
ბ) ასევე, დროულად მოხდეს ზემოხსენებული კომისიის ხელმძღვანელის დანიშვნა.
II – აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე:
გამომდინარე იქედან, რომ სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში ძირითადი დატვირთვა მოდის აღმასრულებელ ხელისუფლების თემატურად მომუშავე უწყებებზე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ გაძლიერებას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის აპარატის ნაწილში :
ა) სამოქალაქო სექტორის მეტი ჩართულობა სამშვიდობო ინიციატივების პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ბ) სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში ინიცირებული იმ პროექტებისა და პროგრამების მხარდაჭერა, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტების ეფექტიან ტრანსფორმაციას;
გ ) უფრო მეტი ფინანსური რესურსების მოძიება გრძელვადიანი სამშვიდობო ინიციატივების განსახორციელებად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც თავისი არაეფექტიანი საქმიანობით უკვე ძალიან შეარყია საზოგადოების ნდობა, უნდა დაუბრუნდეს სამართლებრივ სივრცეს. შესაბამისად, აუცილებელია,
Ш – აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ნაწილში:
ა) ზემოაღნიშნული წარმომადგენლობითი ორგანოს ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა კვალიფიკაციისა და კომტეტენციის შესაბამისად;
ბ) საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის უფლებამოსილებებისა და მიმართულებების გადახედვა;
გ) მისი საქმიანობის გამჭირვალობა და მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, საზოგადოების მუდმივი ინფორმირებულობა;
დ) თემატურად განსახილველ საკითხებში მეტი ჩართულობა და იმ საკითხების მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დაახლოებას და ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროცესების ხელშეწყობას;
ე) აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაუმჯობესება;
ვ) მისი მხრიდან ა/რ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგი/კონტროლის განხორციელება.
ამ ორ სახელისუფლებო შტოს შორის, ისევე როგორც, კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხზე მომუშავე შესაბამის უწყებებს შორის, აუცილებელია უფლებამოსილებების სწორად გამიჯვნა და გააზრებული, კარგად ჩამოყალიბებული ხედვით გრძელვადიანი პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება.
სპეციალურად დელეგირებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში, ყველა შესაბამისმა უწყებამ უნდა განახორციელოს მაქსიმალურად ეფექტიანი კოორდიანცია ქართულ-აფხაზური საზოგადოებების შერიგების შეუქცევადი პროცესისთვის. უსარგებლო მოლოდინის რეჟიმი უნდა შევცვალოთ და უფრო მეტი გარკვეულობა შევიტანოთ ჩვენს საქმიანობაში და ვაქციოთ ის კვალიფიციური მსჯელობის საგნად.
რომ დავუბრუნდეთ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ორივე შტოს, რომელიც უნდა ასრულებდეს მნიშვნელოვან როლს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დარეგულირების კუთხით, ამის მიუხედავად, ეს ორი უწყება ასოცირებულია კორუფციასთან და ნეპოტიზმთან. გარდა ამისა, ამ ფორმით მათი ჩართულობა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მნიშვნელოვნად აფერხებეს რეალურ სამშვიდობო პროცესს.
IV – აფხაზეთის მთავრობის ნაწილსში:
იმისათვის, რომ ეს მოცემულობა შეიცვალოს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში უნდა გატარდეს სისტემური რეფორმა, რათა მან შეიძინოს ფუნქციონალური დატვირთვა, რომელიც მას არ გააჩნია და რის გამოც ხშირად ხდება მისი უფლებამოსილებების დუბლირება და აღრევა ცენტრალურ ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებთან.
ეს ბუნებრივია მოითხოვს გარდაუვალ ცვლილებებს, რათა დეკლარირებული სამშვიდობო პროცესი არ დაკნინდეს და ამავდროულად, ოპტიმალურად იქნას გამოყენებული ის ადამიანური და ფინანსური რესურსი, რაც გააჩნიათ ლეგიტიმურ უწყებებს.
ფაქტია, სახელმწიფო მინისტრის აპარატი არის ძირითადი ლოკომოტივი სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილში და მისი ბიუჯეტი 3 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, მაშინ, როდესაც აფხაზეთის უფუნქციო მთავობის 2020 წლის ბიუჯეტი 19.4 მილიონს შეადგენს, ხოლო 2020 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით აპარატის შტატში დასაქმებულია 37 ადამიანი, შტატგარეშეთ -22 (საშტატო ნუსხა კი განსაზღვრულია 43 ადამიანით), ხოლო აფხაზეთის უფუნქციო ხელისუფლებაში დასაქმებულია 1000 მეტი საჯარო მოსამსახურე და შტატგარეშე პირი.
აქედან გამომდინარე, კონფლიქტების დარეგულირებაზე პასუხიმგებელი უწყებები მთლიანად ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს კი არ უნდა დაემსგავსონ, არამედ მათ უნდა შეძლონ შერიგების პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება მკაცრად განსაზღვრული მანდატის ფარგლებში“, – ნათქვამია კობა ჭითანავას განცხადებაში.
(R)






















