
აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს ისევ არღვევენ და ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
აქტივისტების თქმით, მოსახლეობისთვის და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნას.
აქტივისტებმა “კომენდანტის საათი” გუშინ 25 იანვარსაც დაარღვიეს და პარლამენტთან აქცია გამართეს.
ცნობისთვის, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით “კომენდანტის საათი” მოქმედებს.






















