13:18 | 2021-01-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

უმაგრესი ამბავია! იმედი მაქვს, ეს წამლები მალე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოშიც – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

უმაგრესი ამბავია! იმედი მაქვს, ეს წამლები მალე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოშიც – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცეს აივ ინფექციის პირველი ხანგრძლივი მოქმედების კომბინაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ყოველდღიური აბები, რომლებიც შიდსის ვირუსით ინფექციის კონტროლისთვის გამოიყენება.

 

ფაქტს ექიმი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება.

 

„უმაგრესი ამბავია, უმაგრესი. გაიხსენეთ, 3-2 წლის წინ ჩემი მოსაზრებები. ევროპაში წინა თვეს და ახლა შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდა, თვეში ერთხელ HIV treatment.

 

მალე, სულ მალე გვექნება 2 თვეში ერთხელ წამალი და საბოლოოდ, მივდივართ წელიწადში ერთხელ. ეს არის სამკურნალო და პრევენციის (PrEP) საუკეთესო საშუალება. იმედი მაქვს, რომ ეს წამლები მალე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოცქსელში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X