
თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.
„გამარჯობა, დღეს მოიხსნა რიგი შეზღუდვები, შესაბამისად გაიზრდება მობილობა და ვინაიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ველოდებით საცობებს, ამიტომ გთხოვთ, მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან“, – წერს წილოსანი სოცქსელში.
შეგახსენებთ, დღეიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა.























