
ეპოქალური არტისტის გარდაცვალებას ტკივილით ეხმიანებიან მისი კოლეგები. თემურ წიკლაურის მეგობარი და ანსამბლ “ივერიის” წევრი – ნუგზარ კვაშალი გვატყობინებს, რომ დიდ მომღერალს ზეგ, სამ თებერვალს ვაჟის, გიორგი წიკლაურის გვერდით დაკრძალავენ, კოჯორში.
ნუგზარ კვაშალი: – სამწუხაროდ, თემური აღარ გვყავს. ზეგ კოჯორში თავისი შვილის გვერდით დავასაფლავებთ, გიორგისთან, რომელიც 38 წლის წინ გარდაიცვალა.
ყველა ჩვენ – “ივერიელებს” გვისამძიმრებს… და ასეც უნდა იყოს. ჩვენ საქართველოს ვუსამძიმრებთ, რომ ასეთი დიდი ადამიანი, ვაჟკაცი, ნამდვილი არწივი დავკარგეთ!..
იმედი არასდროს დამიკარგავს. თავიდანვე მძიმე იყო მისი მდგომარეობა. სტაბილურად მძიმე არის 50/50-ზე, არავინ იცის, ხვალ რა მოხდება. გაუარესება რომ არ მიდიოდა, ეს გვაძლევდა იმედს. სამწუხაროა… გაგრძელება…






















