10:50 | 2021-02-03 ავტორი: ამუკა ქორიძე

VIDEO: გაერთიანებულ სამეფოში ანგლოსაქსების სასაფლაო აღმოაჩინეს

VIDEO: გაერთიანებულ სამეფოში ანგლოსაქსების სასაფლაო აღმოაჩინეს

გაერთიანებულ სამეფოში, არქეოლოგებმა ანგლოსაქსების სამარხებს მიაკვლიეს. ინფორმაციას LiveScience ავრცელებს.

 

მკვლევარებმა, სულ 154 გარდაცვლილის სამარხი იპოვეს, რომლებიც დაახლოებით, 1500 წლის წინანდელია.

 

A Massive Anglo-Saxon Cemetery and Treasure Trove Has Been Discoverd

 

აღმოჩენილ სხეულებთან ერთად, არქეოლოგებმა 3 000-მდე სხვადასხვა ნივთიც, იარაღები და სამკაულებიც იპოვეს.

 

შეგახსენებთ, რომ ძველმა გერმანულმა ტომებმა ბრიტანეთის კუნძულები მეხუთე საუკუნეში დაიპყრეს. მათმა არსებობამ 600 წელს გასტანა – ქრისტეს შობიდან 410 – 1066 წლები. წყაროს თქმით, ცხედრები აღნიშნული პერიოდის ადრეულ წლებში უნდა დაემარხათ.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

X