11:24 | 2021-02-04 ავტორი: Prime Time

შეზღუდვები იხსნება – ნახეთ გრაფიკი დეტალურად

შეზღუდვები იხსნება – ნახეთ გრაფიკი დეტალურად

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი.

 

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროტაქსები. გარდა ამისა, ამოქმედდება სრულად ასევე ბაზრობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ასევე 15 თებერვლიდან საქართველოში სწავლა კლასებში გაგრძელდება.

 

იხსნება ღია და დახურული ბაზრობები.

 

„8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები სრულად ამოქმედდება“, – განაცხადა გახარიამ.

 

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ.

 

 

გიორგი გახარია შეზღუდვების მოხსნაზე ↓

 

ავტორი: Prime Time

X