12:35 | 2021-02-04 ავტორი: თამარ გონგაძე

თემურ წიკლაურის ბოლო კლიპი – რას გეგმავდა კლინიკიდან გამოსული არტისტი?

თემურ წიკლაურის ბოლო კლიპი – რას გეგმავდა კლინიკიდან გამოსული არტისტი?

ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში მის მიერ გადაღებულ კლიპს აქვეყნებს. თემურ წიკლაური სიმღერას – “მე შენ მიყვარხარ, საქართველო” ასრულებს. კლიპი ბესომ ერთი წლის წინ გადაიღო.

 

მომღერალი ტრადიციულად სამშობლოს უმღერის და რამდენიმე ადგილს სტუმრობს, მათ შორის – საგურამოს, შინდისს, ხურვალეთს…

 

May be an image of 2 ადამიანი, people standing, ხე და გარეთ

 

ბესო ჩუბინიძე: – როცა რუსი ოკუპანტებით გარშემორტყმულ სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან, კლიპს ვიღებდით, იქვე, მავთულხლართებიდან რამდენიმე მეტრში, მე და თემომ ორი ხე დავრგეთ. ეს ხეებიც გაიზრდება, ოკუპანტებიც მალე წაეთრევიან საქართველოს მიწიდან და ამაში თემოს ამ სიმღერისა და კლიპის წილიც იქნება…

 

დეკემბრის დასაწყისში “ჰერიო, ბიჭებო”-ზე გადავუღე კლიპი. ვგეგმავდით, კლინიკიდან რომ გამოვიდოდა, კიდევ ახალი კლიპი გადაგვეღო. სიმღერა სიკვდილზეა. მე იმ კლიპს მაინც გადავიღებ.

 

იხილეთ ვიდეო ↓
ავტორი: თამარ გონგაძე

X