16:21 | 2021-02-04 ავტორი: ამუკა ქორიძე

25 წლის კაცმა ძმა და 5 ბავშვი მოკლა – ოკლაჰომაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

25 წლის კაცმა ძმა და 5 ბავშვი მოკლა – ოკლაჰომაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ოკლაჰომაში, 25 წლის კაცი თავისი ძმისა და 5 მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობისთვის გაასამართლეს. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.

 

ჯერონ დიჯონ პრიჯონს პირველი ხარისხის 6 მკვლელობაში ედება ბრალი. გამოძიებისთვის მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

გარდაცვლილი ბავშვებიდან, ყველაზე უფროსი 9 წლის, დანარჩენები კი, 6, 5, 3 და 1 წლის იყვნენ. ცეცხლსასროლი იარაღით გასროლისას, ბავშვების დედაც დაშავდა. ამჟამად, იგი ქალაქ ტალსას ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.

 

ინფორმაციის მიხედვით, დამნაშავემ ოჯახის წევრები, თავიანთ საცხოვრებელ სახლში მოკლა.

 

გაირკვა, რომ ეს ჯერონის პირველი დანაშაული არაა. 2019 წელს, იგი ქალზე თავდასხმისთვის ერთხელ, უკვე გაასამართლეს.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

X