18:08 | 2020-03-24 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავით იტალიაში მედპერსონალი გაგზავნა

რუსეთმა სამხედრო თვითმფრინავით იტალიაში მედპერსონალი გაგზავნა

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები სამედიცინო პერსონალითა და შესაბამისი აღჭურვილობით იტალიაში ჩაფრინდა. პერსონალი იტალიაში ქვეყნის მოქალაქეების დასახმარებლად გააგზავნეს.

 

იტალიის ხელისუფლება სიკვდილიანობის მატებაზე ლაპარაკობს. ასევე მათი თქმით, მათ უმთავრდებათ ტესტებისა და სამკურნალო პრეპარატების მარაგიც.

 

Russian aid arrives in Italy to help fight coronavirus outbreak

Russian military planes carrying medical personnel and supplies arrived in Italy on Sunday night. The aircraft were sent to help the country fight the coronavirus outbreak.

Gepostet von Euronews English am Dienstag, 24. März 2020

 

ცნობისთვის, იტალიის დახმარება გერმანიამაც დაიწყო. ლაიფციგის აეროპორტში დაეშვა იტალიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელმაც გერმანიაში ჩაიყვანა კორონავირუსით COVID-19 დაავადებული პაციენტები.

 

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 63,927 შემთხვევაა გამოვლენილი. დაიღუპა 6,077 ადამიანი, ხოლო 7,432 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

X