15:56 | 2021-02-08 ავტორი: Prime Time

მეუფე პეტრე პატრიარქს უწმინდურს უწოდებს და ეკლესიიდან მის განკვეთას ითხოვს

მეუფე პეტრე პატრიარქს უწმინდურს უწოდებს და ეკლესიიდან მის განკვეთას ითხოვს

„უწმინდური და სოდომითი პატრიარქი უკვე გასულია რჯულის კანონის ჩარჩოებიდან, თქვენი მონა მორჩილი, მიტროპოლიტი პეტრე კი რჩება რჯულის კანონში“, – ასე ეხმაურება ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე მისი შესაძლო განკვეთის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

„პირველ რიგში განხილული უნდა იყოს ჩემი უკანონოდ დასჯის საკითხი, და აღგენილი უნდა იყოს მიტროპოლიტი პეტრე, როგორც უწმინდური პატრიარქის მიერ უკანონო ბრძანებით დასჯილი. შემდეგ უნდა დადგეს პატრიარქის განკვეთის და არა გადაყენების საკითხი, რამეთუ შეუძლებელია ცრუ პატრიარქი, კგბ-ს მიერ დანიშნული მართავდეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, ეს არის ერის სირცხვილი“, – ამბობს მეუფე პეტრე.

 

ცნობისთვის: „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 11 თებერვალს დაგეგმილ სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრები სხვა საკითხებთან ერთად მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთის საკითხსაც განიხილავენ. უფრო ვრცლად – ნახეთ დეტალები.    

ავტორი: Prime Time

X