20:49 | 2021-02-10 ავტორი: თეონა ყაჭიური

მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და ქართულ ოცნებას დააბრალებს – ლევან ნიკოლეიშვილი

მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და ქართულ ოცნებას დააბრალებს – ლევან ნიკოლეიშვილი

„ნიკა მელია არც გმირია და არც ციხეში წასვლა უნდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარტიის თავმჯდომარე ახლა გახდა და პროცესებს ჩამოშორება მას პოლიტიკურად გაანადგურებს“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და იტყვის, რომ „ოცნებას“ შეეშინდა და თანხა გადაუხადა, თუმცა ამას არავინ დაიჯერებს, ვინაიდან ანალოგია გვარამიას სახით სახეზეა.

 

გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს
2021-02-10გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე კომენდანტის საათის დარღვევის გამო 2 000 ლარით დააჯარიმეს

 

„ნიკა მელია არც გმირია და არც ციხეში წასვლა უნდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარტიის თავმჯდომარე ახლა გახდა და პროცესებს ჩამოშორება მას პოლიტიკურად გაანადგურებს, მით უმეტეს, ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ამ პარტიას, მით უმეტეს პერსონალურად მელიას და ეს ნაბიჯი ახლა მისი მხრიდან იქნება ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება. მელია ციხეში არ ჩაჯდება, ხოლო გირაოს თანხას სხვას გადაახდევინებს და ქართულ ოცნებას დააბრალებს. იტყვის, რომ ოცნებას შეეშინდა მისი დაჭერა და თანხა გადაუხადა. თუმცა ამას არავინ დაიჯერებს, ანალოგია ხელის გულზე გვაქვს, გვარამიას სახით“,- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X