
ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განმარტებით, გუშინ და გუშინწინ საპატრიარქოში კორონავირუსზე PCR ტესტი გაიკეთეს, ამიტომ დღევანდელ სხდომაზე უპირბადოდ იმყოფებოდნენ.
„რატომ არ გვეკეთა პირბადეები როგორ ფიქრობთ? არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს, პატრიარქს? ასეთი რამე რატომ უნდა უთხრა ხალხს, რომ ასე დავდივართ? ყველამ, აბსოლუტურად ყველამ გავიარეთ PCR ტესტი, გუშინ და გუშინწინ იყო მთელი ლაბორატორია მოწყობილი საპატრიარქოში და ყველამ გავიარეთ, ამიტომ მივეცით ჩვენს თავს ამის უფლება”, – განაცხადა მეუფემ.
შეგახსენებთ, საპატრიარქოში სინოდის სხდომა დღეს ჩატარდა.























