12:29 | 2021-02-13 ავტორი: Prime Time

მეზობელმა საჭმელი მიუტანა და ნახა რომ… – ახალი დეტალი ბათუმში დაჭრილ უსახლკარო მამაკაცზე

მეზობელმა საჭმელი მიუტანა და ნახა რომ… – ახალი დეტალი ბათუმში დაჭრილ უსახლკარო მამაკაცზე

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცი იპოვეს.

 

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცი უსახლკარო იყო, ის და მისი მეგობარი ბოლო რამდენიმე თვეა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე დამხმარე შენობას აფარებდნენ თავს, მეზობლები კი მათ საკვვებით ეხმარებოდნენ.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა, დაჭრილი და ნაცემი მამაკაცი დღეს დილით დღეს დილით მეზობელმა იპოვა და პოლიციაში დარეკა. ამასთან, როგორც დაჭრილის მეგობარი ჰყვება, მამაკაცს ღამით არ უთქვამს, რომ დაჭრილი იყო და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც მეზობელმა საჭმელი მიუტანა.

 

ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X