
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში 14 თებერვალი, წმინდა ვალენტინის ხსენების დღე, სიყვარულის დღედ აღინიშნება, თუმცა ცოტამ თუ იცის ვინ იყო სინამდვილეში წმინდა ვალენტინი.
ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში.
წმინდა ვალენტინის დღეს მართლმადიდებლური ეკლესიაც აღნიშნავს ძვ. სტილით 30 ივლისსა და ახ. სტილით 12 აგვისტოს.
ისტორიის ფურცლებზე ვკითხულობთ, რომ ეპისკოპოსი ვალენტინი ძველ რომში მე-3 საუკუნეში მოღვაწეობდა, როგორც ლეგენდაში ვკითხულბთ მრისხანე მეფე კლავდიუსი მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. ამიტომაც ქორწინება აკრძალა, ხოლო ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს მეფისგან მალულად აღასრულებდა.
ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, როდესაც მღვდელი ვალენტინი დაიჭირეს, მან სიკვდილით დასჯის წინა ღამეს ცოლს სასიყვარულო-დასამშვიდობებელი წერილი მიწერა, რომელსაც ასრულებს სიტყვებით: შენი ვალენტინი (მეშვიდე საუკუნის ჩათვლით ცოლები ეპისკოპოსებსაც ჰყავდათ. მე-6 მსოფლიო კრებამ დაადგინა, რომ ეპისკოპოსებისთვის აუცილებელია ცელებატობა, ანუ არ უნდა ჰყოლოდათ ოჯახები). იგი ამ წერილში მეუღლის მიმართ სიყვარულს გამოხატავს. ამიტომ წმიდა ვალენტინი ასოცირდება სიყვარულთან, შეყვარებულებთან, ოჯახის მფარველობასთან…
ხალხისთვის ის გახლდათ წმიდანი, რომელსაც უყვარდა თავისი ოჯახი და მეუღლე გარდაცვალების წინაც არ დაივიწყა. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებშია დაკრძალული. წმინდანი სიყვარულის და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად მიიჩნევა. თუმცა 494 წლამდე არსად არ გვხდება წმინდა ვალენტინის დღე, ეს დღე 494 წელს რომის პაპმა — გელასიუს I-მა დააწესა. 494 წლოამდე ძველ რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა— ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული.როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც ტყავს აძრობდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. მერე ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ქალებს იმედი ჰქონდათ, ამ ცემის რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერი გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. ამ რიტუალის პოპულარობის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალიან გახშირდა.
ბევრი მართლმადიდებელი მღვდელი მიიჩნევს რომ წმინდა ვალენტინი არა კათოლიკე არამედ მართლმადიდებელი წმინდანია, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა, მისი ხსენების დღე 30 ივნისი არის და ზოგ ტაძარში ღვთისმსახურებასაც კი აღევლინება ამ დღეს.
წმინდა ვალენტინის- სიყვარულის დღე საქართველოში მაინც სიყვარულის დღესთან ასოცირდება, ამ დღეს წყვილები ერთმანეთს ყვავილებს, სხვადასხვა საჩუქრესბ თუ სასიყვარული ბარათებს ჩუქნიან.
საქართველოში ხომ ძალიან მოსიყვარულე ხალხი ვცოვრობთ, ამიტომ ჩვენ ორი სიყვარულის დღე გვაქვს, მეორე 15 აპრილს აღინიშნება და ეს დღეც საჩუქრების სიუხვით გამოირჩევა. სიყვარულის დღედ 15 აპრილი პირველად 1994 წელს გამოცხადდა, კულუარებში ამბობდნენ ამ დღეს ბესო ჩუბინიძის მეუღლის დაბადების დღეა, კონცერტით მიულოცა და მათი სიყვარულის დღედ „გამოაცხადაო“.
აქვე აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1990 წელს უპირობო სიყვარულის გაზიარების სურვილით შექმნა ჰაროლდ ბეკერმა საკონსულტაციო კომპანია „შინაგანი ალღო“. 2000 წელს მსოფლიოში აღიარებული არაკომერციული შპს „სიყვარულის ფონდი“ ჩამოაყალიბა. 2003 წელს ბეკერმა სიყვარულის გლობალური დღის (Global Love Day) იდეა წამოაყენა.
ახალი ყოველწლიური მოვლენა პირველად 2004 წლის 1 მაისს აღინიშნა. ღია წერილში ბეკერმა თავისი კონცეფციის შესახებ განაცხადა: „საბოლოო ჯამში, მხოლოდ ის გვჭირდება, რომ გვიყვარდეს და ვუყვარდეთ. სულ ეს არის. სიყვარულის გლობალური დღე უბრალოდ საშუალებაა იმის სათქმელად, რომ სიყვარული ჩვენია და სიცოცხლის ყოველი წუთი მისით უნდა იყოს სავსე“.
ინიციატივის გასაჯაროებიდან რამდენიმე კვირაში, 2004 წლის დასაწყისში, ფონდის ლოგო შექმნა ბრიტანელმა დიზაინერმა, ანი ზალეჟაკმა.






















