
4 წლის ელენე მერმანიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. როგორც ბავშვის დედა ამბობს, ელენეს დიაგნოზი ლეიკემიაა.
„2018 წლიდან დაუდგინდა ლეიკემია საქართველოში. 1 წელი ვიმკურნალეთ, გამოჯანმრთელდა, 6 თვე კარგად იყო. კვირაში ერთხელ დავდიოდით კონტროლზე და წამლებსაც სვამდა. 6 თვის მერე დაავადება დაბრუნდა, ანუ რეციდივი დაემართა და უკვე საქართველოში ვეღარ უშველეს და წამოვედით თურქეთში ძვლის ტვინის გადასანერგად.
ძვლის ტვინი გადაუნერგეს ჩემგან. გადანერგვის ოპერაცია ღირს 95 000 დოლარი. 63 000 დოლარი მოვაგროვეთ, ზოგი ჯანდაცვიდან, ზოგი ხალხიდან, ზოგი ჩვენი ჯიბიდან და ახლა დაგვრჩა 32 000 დოლარი გადასახდელი.
უკვე ამ თანხის შეგროვება ძალიან გვიჭირს. გადანერგვის შემდეგ აქვს გართულებები – აქვს სოკო ფილტვზე, რაც საშიშია სიცოცხლისთვის. კუჭ-ნაწლავის პრობლემები დაეწყო. სასუნთქი გზების ანთება და ახლა კიდევ ეჭვობენ ციტომეგალო ვირუსს. მნიშვნელოვანია კლინიკაში დარჩენა და ექიმების მეთვალყურეობა, ფრთხილი მკურნალობა, რომ გადანერგილი ძვლის ტვინი არ დაზიანდეს“, – ამბობს ელენეს დედა.
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი #GE14BG0000000161402350
მიმღები: ბელა შუბითიძე
თიბისი ბანკი #GE26TB7018245064300020
მიმღები: ბელა შუბითიძე






















