23:56 | 2021-02-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საზარელი ავარია ოკუპირებულ გალში – ვინ არის გარდაცვლილი 28 წლის ახალგაზრდა

საზარელი ავარია ოკუპირებულ გალში – ვინ არის გარდაცვლილი 28 წლის ახალგაზრდა

ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.

 

ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი 28 წლის ირაკლი აბლოთია.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, ავტომობილში ორნი ისხდნენ. ერთი გადარჩა, მისი გამოყვანა დამტვრეული ავტომობილიდან მაშველებმა დიდი ძალისხმევის შემდეგ მოახერხეს.

 

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ ჭუბურხინჯის საავტომობილო გზაზე მოხდა. მეორე გადარჩენილ მგზავრს აფხაზური მილიცია დაკითხვაზე გადაიყვანს.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X