
უჰანის პროვინციაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მომუშავე მისია აცხადებს, რომ გასული წლის დეკემბერში, პროვინციაში უკვე 13 შტამი არსებობდა – ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი უცხოური მედია ავრცელებს.
„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენლებმა, რომლებიც ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობას იკვლევდნენ, აღმოაჩინეს ნიშნები, რომ უჰანის პროვინციაში ეპიდემიური აფეთქება 2019 წლის დეკემბერში ბევრად უფრო ფართო იყო, ვიდრე მანამდე. პროვინციაში ასობით ათასი სისხლის ნიმუშის მოძიებას ცდილობენ.
WHO- ს მისიის საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა და ზოონოზური ინფექციების სპეციალისტმა, პიტერ ბენ ემბარეკმა, CNN-ს ვრცელ ინტერვიუში განუცხადა, რომ მათი ვარაუდით, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში კორონავირუსის, დაახლოებით, 13 შტამი არსებობდა.
„ვირუსი დეკემბერში უჰანში ფართოდ ვრცელდებოდა, რაც ახალი აღმოჩენაა”. – განაცხადა ემბარეკმა.
მისი თქმით, შესაძლებელია უფრო დიდი რიცხვიც იყოს – სავარაუდოა, რომ მძიმე შემთხვევები იყო, რომლებიც ჩინელმა ექიმებმა ადრევე შეამჩნიეს. რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება დეკემბერში სავარაუდოდ, 1000 პლუს ადამიანს შეეხო უჰანში. მისიის ცნობით, რომელშიც ჯანმოს 17 მეცნიერი შედიოდა, SARS-COV-2 ვირუსის 13 სხვადასხვა გენეტიკური თანმიმდევრობის მასალის შეგროვება შეძლეს. მისი თქმით, ეს ვარიანტები უფრო დიდ კითხვებს სვამს.
ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის ცვლილებები ხშირია და, ჩვეულებრივ, უვნებელია, რაც დროთა განმავლობაში, დაავადების გავრცელების დროს, ადამიანებსა და ცხოველებში ხდება. ემბარეკმა არ საუბრობს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს 13 შტამი დაავადების ისტორიისთვის.
თუმცა, ვირუსის ამდენი განსხვავებული ვარიანტის აღმოჩენამ შეიძლება ვარაუდი გააჩინოს, რომ კორონავირუსი იქ თვეზე მეტხანს ვრცელდებოდა, როგორც ამას ზოგიერთი ვირუსოლოგი ვარაუდობს. ეს გენეტიკური მასალა, ალბათ, პირველი ფიზიკური მტკიცებულებაა, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გაჩნდა ასეთი თეორიის გასამყარებლად.
პროფესორმა ედვარდ ჰოლმსმა, ავსტრალიის სიდნეის უნივერსიტეტის ვირუსოლოგმა თქვა: „რადგან 2019 წლის დეკემბერში უჰანიდან შერჩეული SARS-CoV-2 თანმიმდევრობებში უკვე გენეტიკური მრავალფეროვნება იყო, სავარაუდოდ, ვირუსი ცირკულირებდა თვეზე უფრო გრძელი ვადით.”
„ეს მონაცემები შეესაბამება სხვა ანალიზებს, რომ ვირუსი გაჩნდა ადამიანის პოპულაციაში 2019 წლის დეკემბრამდე და რომ იყო გადაცემის პერიოდი, სანამ იგი პირველად გამოვლინდებოდა უჰუანის ბაზარზე.” – განაცხადა ჰოლმსმა.






















