16:29 | 2021-02-15 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაბრუნდება თუ არა დავით ბაქრაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ნახეთ პოლიტიკოსის განმარტება

დაბრუნდება თუ არა დავით ბაქრაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ნახეთ პოლიტიკოსის განმარტება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაიმე ფორმით მიბრუნებას გამოვრიცხავ, ეს თემა საერთოდ არ განიხილება და დახურულია, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ განაცხადა.

 

თუ კონფიგურაციაში, რაზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს, ზოგადად ოპოზიცია იგულისხმება, ბაქრაძე აცხადებს, რომ არავის თანხმობა არ სჭირდება, რადგან უკვე არის ოპოზიციური ფორმატის ნაწილი.

 

მიშაზე მეტად ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არავის უნდა - იაგო ხვიჩია
2021-02-15მიშაზე მეტად ნიკა მელიას ციხეში ჯდომა არავის უნდა - იაგო ხვიჩია

 

„კიევში არ ვყოფილვარ, შესაბამისად, არც მონაწილეობა მიმიღია, არც ინფორმაცია მქონია. თუ საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პარტიულ აფილირებას ან მით უმეტეს, რაიმე ფორმით „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიბრუნებას გამოვრიცხავ. ეს თემა საერთოდ არ დგას, არ განიხილება და დახურულია. მე ვთქვი უკვე, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკიდან. რაც შეეხება იმას, თუ კონფიგურაციაში იგულისხმება ზოგადად ოპოზიცია, მე არავის თანხმობა არ მჭირდება, მე უკვე ვარ ოპოზიციური ბრძოლის, ოპოზიციური ფორმატის ნაწილი. ხედავთ, რომ დღეს ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას და მიუხედავად იმისა, რომ ვიღებ პაუზას პარტიული პოლიტიკისგან, საერთო ოპოზიციურ ფრონტზე, შემიძლია, ჩემი წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ, საერთო ოპოზიციაში, ბუნებრივად, ვიქნები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X