
23:58 | 2021-02-15
“გავრილოვი რადიკალურ ოპოზიციას წინასწარ შეთანხმებული სატელეფონო კომენტარით ეხმარება” – რას წერს უმრავლესობის დეპუტატი “ტვიტერზე”

“ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ხელაშვილი “ტვიტერზე” წერს, რომ რადიკალური ოპოზიცია რუს პოლიტიკოსთან, სერგეი გავრილოვთან თანამშრომლობს.
მისივე თქმით, ეს კავშირი არაერთხელ გამოჩნდა.
“საქართველოს მთავრობის დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით, რადიკალური ოპოზიცია თანამშრომლობს რუს ეროვნულ-კომუნისტ პოლიტიკოს გავრილოვთან, წინასწარ შეთანხმებული სატელეფონო კომენტარის საშუალებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის სათათბიროს დეპუტატი მოქმედებს სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტური პარტიების დასახმარებლად”, – წერს გიორგი ხელაშვილი.






















