
„ყოველ ღამით ადამიანები გამოდიან აივნებზე და ტაშს უკრავენ სამედიცინო მუშაკებს, ეს ის მცირედია, რასაც ისინი იმსახურებენ.
ისინი საფრთხის წინა ხაზზე არიან და ჩვენ გამო ბევრს აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიან სპეცაღჭურვილობის სიმცირეს“, – ასე აღწერს CNN-ის ჟურნალისტი ესპანეთში ახალი კრონავირუსით გამოწვეულ სიტუაციას.
ედუარდო ფერნანდესი არის ექთანი, რომელიც აცხადებს, რომ მედპერსონალს უწევს გამოიყენონ ერთჯერადი ნიღბები მრავალჯერ, რადგან არ აქვთ საკმარისი რაოდენობით.
10-დან ერთზე მეტი შემთხვევა კორონავირუსისა მედპერსონალს უფიქსირდება. დარწმუნებული ვარ ინფიცირებულთა რიცხვი მეტიცაა, ისინი არც კი გვამოწმებენ, აცხადებს იგი.
„არ იღებენ არანაირ დამცავ ზომებს, გვეწურება ყველა საშუალება, ჰაერად სანაგვე პარკებსაც კი ვიყენებთ, მაგრამ სულ არაფერს ჯობს.
არიან ისეთი მედპორსანლის წევრები, რომლებსაც მედიცინა არც უსწავლიათ, არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე საშინელ სასოწარკვეთას განიცდიან, აღენიშნებათ ვირუსის სიმპტომები, თუმცა ყურადღებას ვერ აქცევენ, აიძულებენ სამუშაოზე გამოცხადდენ“, – ამბობს ესპანელი ექთანი.
ვიდეოს, რომელსაც CNN რეპოსტაჟში აჩვენებს, გადაღებულია მადრიდის საავადმყოფოში, სადაც კარგად ჩანს რა მძიმე მდგომარეობაში არიან პაციენტები. ისინი იატაკზე წვანან.
„თუ ამ პაციენტებს ექნებოდათ სასუნთქი აპარატები, სათანადო მკურნალობა, ისინი აუცილებლად გადარჩებოდნენ, თუმცა არანაირი რესურსი არ გაგვაჩნია“, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსის 39,676 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 2800-ს მიაღწია.






















