14:13 | 2021-02-16 ავტორი: Prime Time

ათენში მცხოვრებ მოქალაქეებს საბერძნეთის ხელისუფლება აფრთხილებს

ათენში მცხოვრებ მოქალაქეებს საბერძნეთის ხელისუფლება აფრთხილებს

დიდთოვლობის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება ათენის მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

 

დიდთოვლობამ გავლენა მოახდინა ვაქცინაციის პროცესზეც. მთავრობის გადაწყვეტილებით, ათენის ერთ-ერთ ყველზე დიდ რეგიონში, ატიკაში ვაქცინაციის პროცესი შეწყდა.

 

უსაფრთხოების მიზნით, ათენში გაჩერებულია ტრანსპორტის დიდი ნაწილიც. საბერძნეთის მაღალმთიან რეგიონებში თოვლი უჩვეულო მოვლენა არ არის, განსხვავებით დედაქალაქისგან.

ავტორი: Prime Time

X