
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარლამენტმა იმუნიტეტი მოუხსნა. გადაწყვეტილებას პარლამენტში 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი მხოლოდ 2 იყო.
ორი დეპუტატი, რომლებმაც მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს, „მოქალაქეების“ წევრები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი არიან. ისინი აქამდეც აცხადებდნენ, რომ მსგავს გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდნენ და უმრავლესობის წევრებსაც იმავეს მოუწოდებდნენ.
პროკურატურამ პარალმენტს იმუნიტეტის შეწყვეტის თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა. მელია ამბობს, რომ იგი გირაოს არ გადაიხდის და არც სასამართლოში აპირებს მისვლას.























