20:24 | 2021-02-17 ავტორი: Prime Time

21 თებერვალს საქართველოში -18 გრადუსამდე გაყინავს

21 თებერვალს საქართველოში -18 გრადუსამდე გაყინავს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26 თებერვლამდე არ გამოიდარებს.

ამასთან, მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ნალექი, ზოგიერთ რაიონში კი თოვა. 21 თებერვალს ღამით ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა.
„19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.
21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: Prime Time

X